ამინდი
-19 გრადუსი ყინვა და მცირე თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე–ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია მცირე თოვლიც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ღამით ტემპერატურა მინუს 19 გრადუსამდე დაეცემა.

13 და 14 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 და მინუს 1 და ღამით კი მინუს 6 და მინუს 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით მინუს 1, ღამით კი მინუს 10 და მინუს 16 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 0 და მინუს 1 გრადუსი იქნება, ღამით მინუს 6 და მინუს 10. ადიგენში დღისით მინუს3 და მინუს 5 , ღამით მინუს 10 და მინუს 14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 5 და მინუს 7, ღამით მინუს 12 და მინუს 16 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 5 და მინუს 6-ს, ღამით მინუს 12 და მინუს 19 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 3 და მინუს 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 და მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 6 და მინუს 7, ღამით კი მინუს 15 და მინუს 18 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 3 და 1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 2 და მინუს 4 გრადუსი იქნება.
| Print |