ამინდი
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდი იქნება.

18 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 7 გრადუსია ღამით კი მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენშიც დღისით 4 ღამით მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5, ღამით მინუს 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 3 -ს, ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 5, ღამით კი მინუს 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
| Print |