ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.

20 და 21 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 9 და 7 და ღამით კი მინუს 1 და 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9, ღამით კი 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 და 8 გრადუსი იქნება, ღამით მინუს 2 და მინუს 1. ადიგენში დღისით 6 და 5 , ღამით მინუს 6 და მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 7 და 6, ღამით მინუს 4 და მინუს 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5-ს, ღამით მინუს 5 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 და 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 5 და 4, ღამით კი მინუს 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 12 და 13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 და 2 გრადუსი იქნება.
| Print |