ამინდი
-18 გრადუსი ყინვა და მზე – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში ამ კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

25 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსია ღამით კი მინუს 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 5 ღამით კი მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 8. ადიგენშიც დღისით 0 ღამით მინუს 14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 2, ღამით მინუს 14 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 3-ს, ღამით მინუს 17 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 0 , ღამით კი მინუს 18 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 3 გრადუსი იქნება.
| Print |