ამინდი
-14 გრადუსი ყინვა და თოვა – როგორი ამინდი იქმება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

27 და 28 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 და 2 და ღამით კი მინუს 1 და მინუს 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 1 და 2, ღამით კი მინუს 1 და მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით მინუს 2 და მინუს 7. ადიგენში დღისით 0 და მინუს 1 , ღამით მინუს 4 და მინუს 8 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 4, ღამით მინუს 6 და მინუს 11 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 5-ს, ღამით მინუს 7 და მინუს 14 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5 და მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 6 და მინუს 12 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 3 და 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 და მინუს 2 გრადუსი იქნება.
| Print |