ამინდი
-17 გრადუსი ყინვა და მზე – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში ამ კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.

30 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 2 გრადუსია ღამით კი მინუს 11 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით მინუს 3 ღამით კი მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით მინუს 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 11. ადიგენშიც დღისით მინუს 3 ღამით მინუს 14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 4, ღამით მინუს 17 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 3-ს, ღამით მინუს 17 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 16 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2 , ღამით კი მინუს 17 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |