ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი თებერვლის პირველ დღეს სამცხე–ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

პირველ თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსია ღამით კი მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4 ღამით კი მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9. ადიგენშიც დღისით 1 ღამით მინუს 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 2, ღამით მინუს 15 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1-ს, ღამით მინუს 14 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 1 , ღამით კი მინუს 14 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |