ამინდი
თოვა და მინუს 13 გრადუსი - როგორი ამინდი იქნება უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლამდე, საქართველოში ზოგან ითოვებს, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

პირველ თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 3 გრადუსია, ღამით კი მინუს 5 და 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +2 და 3, ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 2 და 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9. ადიგენშიც დღისით მინუს 1, ღამით მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 2 და 3, ღამით მინუს 13 და 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და 3-ს, ღამით მინუს 8 და 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც ორივე დღეს თოვს. ტემპერატურა დღისით მინუს 5 და მინუს 6-მდე ეცემა, ღამით კი მინუს 8 და 9 გრადუსამდე.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 8-7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
| Print |