ამინდი
თოვა და ქარი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე, საქართველოში ითოვებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმი.

შვიდ და რვა თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +6 და +5 გრადუსს, ღამით კი მინუს 8 და 7 გრადუსს ყინვას უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +8 და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +6 და +5 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 4 და მინუს 6 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +5 და +6, ხოლო ღამით მინუს 6 და მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს, დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 8 და მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +3 და +4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 და 11 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში ორივე დღეს, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +6 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 1 და მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა. ბაკურიანშიც ორივე დღეს თოვს. ტემპერატურა დღისით +4 და +6 და ღამით მინუს 1 და მინუს 3 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +12 და +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 და +4 გრადუსი იქნება.
| Print |