ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლამდე, საქართველოში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

13 და 14 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +7 და +8 გრადუსს, ღამით კი მინუს 1 და +3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 და +6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +7 და +8 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 2 და მინუს 1 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +8, ხოლო ღამით მინუს 3 და მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს, დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 5 და მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +5 და +6 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +8 და +7 გრადუსია, ხოლო ღამით + 1 გრადუსი იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით +8 და ღამით მინუს 5 და მინუს 1 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +18 და +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 და +9 გრადუსი იქნება.
| Print |