ამინდი
სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 თებერვლამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი) ზოგან მოთოვს. 

20 და 21 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +5 და +6 გრადუსს, ღამით კი მინნუს 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +5 და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 2 და მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +5 და +6 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 2 და მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +3 და +5, ხოლო ღამით მინუს 7 და მინუს 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 1 და +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 10 და მინუს 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და  +1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 და მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +1 და +4 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 6 და მინუს 9 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით 0 და  +2 და ღამით მინუს 8 და მინუს 13 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +10 და +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 და +2 გრადუსი იქნება.
| Print |