ამინდი
გაძლიერდება ქარი და ყინვა - როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს, რომ უახლოეს დღეებში გაძლიერდება ქარი და საქართველოში კვლავ გაგრძელდება ზამთრისთვის დამახასიათებელი ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვლამდე, საქართველოში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

23 და 24 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +6 და +7 გრადუსს, ღამით კი მინუს 4 და მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +5 და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 5 და მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +4 და +6 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 5 და მინუს 6 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +4 და +5, ხოლო ღამით მინუს 6 და მინუს 8 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0 და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 8 და მინუს 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 და +1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +3 და +4 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 8 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით 0 და +3 და ღამით მინუს 10 და მინუს 13 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +9 და +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 და +1 გრადუსი იქნება.
| Print |