ამინდი
-13 გრადუსი - როგორია ამინდია უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. სამცხე-ჯავახეთში ღამით ყინვა, ხოლო დღისით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

25 და 26 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +10 გრადუსს, ღამით კი მინუს მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +6 და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 8 და მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 5 და მინუს 6 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +5 და +3, ხოლო ღამით მინუს 9 და მინუს 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +1 და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 12 და მინუს 13 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 და +1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 10 და მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +4 და +3 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 13 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით  +1 და ღამით მინუს 10 და მინუს 12 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +5 და +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 და მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |