situs toto slot
როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი
ამინდი
როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მარტამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 

29 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +11 გრადუსს, ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 5 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +9, ხოლო ღამით მინუს 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +7 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 5 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით +5 და ღამით მინუს 13 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 2 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორ მარტამდე, საქართველოში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
| Print |