ამინდი
როგორი ამინდი იქნება უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

3 და 4 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +11 და +10 გრადუსს, ღამით კი მინუს 1 და +3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 5 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +11 და +10 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 2 და მინუს 1 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +8 და +7, ხოლო ღამით მინუს 2 და მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +7 და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +7 და +6 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 1 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით +4 და ღამით მინუს 9 და მინუს 6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +8 და +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხუთ მარტამდე, საქართველოში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
| Print |