ამინდი
დღეიდან ნალექი შეწყდება
გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძის ინფორმაციით, მარ­ტის და­სა­წყის­ში შე­საძ­ლოა დე­და­ქა­ლაქ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა -11 გრა­დუ­სამ­დეც და­ე­ცეს. ტემპერატურა დაეცემა სხვა რეგიონებშიც, თუმცა დღეიდან ნალექი შეწყდება.

"27 თე­ბერ­ვლის ღა­მეს, ნა­ლე­ქი ყველ­გან შე­წყდე­ბა, ღა­მის სა­ა­თებ­ში ცა მო­იწ­მინ­დე­ბა. თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მას, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ­ში. თბი­ლის­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ე­ცე­მა -7 -5 გრა­დუ­სამ­დე",-ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

შეგახსენებთ, რომ ერთ კვირაზე მეტია საქართველოში გადაუღებლად თოვდა, რამაც პრობლემები შექმნა რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში გზებზე, ელექტროენერგია გათიშული იყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. უხვმა ნალექმა დააზარალა გურიის რეგიონი. აქ ადგილობრივები სტიქიას დღესაც ებრძვიან.
| Print |