ამინდი
თოვა და 18 გრადუსი ყინვა - მოსალოდნელი ამინდი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ლ და 2 მარტს საქართველოში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში დაბლობში -5, -10, აღმოსავლეთ საქართველოში -7, -12, მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო მაღალმთიან ზონაში კი ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, სინოპტიკოსების ცნობით, ყინვა და უამინდობა მარტის თვეშიც გაგრძელდება.

1-ლ და 2 მარტს, ახალციხეში ჯერ თოვა, შემდეგ კი მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -17 და -16 გრადუსს უნდა ველოდოთ.

დღისით +2 და +4 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი -9 და -6 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. 2 მარტს დღე აქაც უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით  0 და +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 და -11 გრადუსი იქნება.

ადიგენშიც დღისით  0 და +2 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით -10 და -14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვლი და ყინვა ისევ შენარჩუნდება ორი დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით -6 და -4 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -9 და -16 გრადუსი იქნება.

ნინოწმინდაში მზე გამოანათებს, თუმცა ყინვა მაინც შენარჩუნდება. სინოპტიკოსები დღისით -8 და -5 გრადუსს, ხოლო ღამით -10 და -18 გრადუსს ვარაუდობენ.

დღეს თოვლიანი და მზიანი იქნება რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა -2 გრადუსია, ხოლო ღამით -17 და -15 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ბაკურიანს, ტემპერატურა დღისით -8 და -5 გრადუსია, ხოლო ღამით -13 და -9 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.
| Print |