28–დან 3 მარტამდე საქართველოში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტებში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
უნალექო ამინდი 3 მარტამდე შენარჩუნდება. 1 – 2 მარტს დასავლეთ დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დათბება.
3 – 4 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 – 6 მარტს გამოიდარებს და დათბება.