ადიგენის მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება (R)
ევექსი კლინიკების ადიგენის რაიონულ ჰოსპიტალში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი.
ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი.
კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეოზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ადიგენის რაიონული ჰოსპიტალი.
ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში გარკვევაში, სწორი კითხვების დასმასა და დიაგნოზის საფუძვლიანად გაგებაში დაეხმარება.
ონლაინ კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგი პროფილის სპეციალისტებთან:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
• კარდიოლოგის კონსულტაცია
• ნევროლოგის კონსულტაცია
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია
• გინეკოლოგის კონსულტაცია
• ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
• ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია
• ალერგოლოგის კონსულტაცია
• გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
• დერმატოლოგის კონსულტაცია
• რევმატოლოგის კონსულტაცია
პირველი 7 კონსულტაცია უფასოდ ეკუთვნითმათ, ვისაც აქვს სახელმწიფო დაზღვევა!
სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის მომსახურებით სარგებლობისათვის უნდა მიმართოთ ევექსი კლინიკების ადიგენის რაიონულ ჰოსპიტალს, მის. დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11.
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 032 255 05 05.