,,80-მდე თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა" - ნუგზარ მამუკაშვილი
19:09 / 22.04.2020
სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანია "ჯეოტივის" დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი მგზავრთა გადაყვანის სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თითქმის ორი თვეა 80-მდე თანამშრომელი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
შპს-ს დირექტორის თქმით, კომპანიებს წინ რთული პერიოდი ელით, რადგან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სხვა რეალობაში დაბრუნდებიან.
ნუგზარ მამუკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალში შემცირდეს როგორც რეისები, ასევე თანამშრომელთა რაოდენობა.