ინტერვიუ
სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა დახმარების პროგრამები დაგვიანდა - "მომავლის ფერმერი"
მთავრობის მიერ, ფერმერებისთვის შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, ერთჯერად, სოციალურ დახმარებას ჰგავს - ამბობს ასოციაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი. რუსუდან გიგაშვილის თქმით, შეღავათების შესახებ ფერმერები ინფორმირებულნი არ არიან.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში აანონსებენ, რომ ზოგიერთ კულტურაში წელს ჭარბ მოსავალს მიიღებენ, რაც ფერმერებს რეალიზაციის ან შენახვის პრობლემის წინაშე დააყენებს.

რუსუდან გიგაშვილის თქმით, კიდევ ერთი საკითხია, რაც ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს. ფერმერებისგან დაბალ ფასად ნაყიდი ბოსტნეული, დახლებზე გაათმაგებული ფასით ხვდება.

| Print |