ინტერვიუ
სურსათის სუბსიდირების პროგრამა ჩავარდა - დისტრიბუტორთა ასოციაცია
საქართველოში მოქმედმა შვიდმა მსხვილმა ბიზნესასოციაციამ მემორანდუმი გააფორმა, ისინი აპირებენ, რომ სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ხელისუფლებას მიმართონ.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ პანდემიის დასაწყისში მთავრობამ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, ამიტომ ცხრა პროდუქტის სუბსიდირების პროგრამამ ეფექტურად ვერ იმუშავა. ივა ჭყონიას განცხადებით, მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები, მხოლოდ იმ კომპანიებისთვის იყო ხელსაყრელი, რომლებსაც ქვეყანაში ნედლეული შემოაქვთ და წარმოებას აწვდნიან.

ბიზნესს არა ხელოვნური ჩარევა, არამედ დროებით შეღავათები სჭირდებოდა - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

| Print |