ინტერვიუ
როგორ ცდილობენ კლინიკები კორონავირუსის თავიდან არიდებას?
კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სამედიცინო პერსონალის დატვირთვაც გაიზარდა. საავადმყოფოები ცდილობენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან.

კლინიკებში ტარდება როგორც პაციენტების, ასევე, სამედიცინო პერსონალის თერმოსკრინინგი. დღეში მინიმუმ ორჯერ აწარმოებენ შენობების დეზინფექციას. გარდა ამასა, ექიმები დამცავი საშუალებით არიან აღჭურვილნი. შედეგად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საავადმყოფოებში მინიუმამდეა დაყვანილი.

მედიკოსების თქმით, როგორ გაუმკლავდება ვირუსს ორგანიზმი, ეს კონკეტული ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებული. ამიტომ სანამ კოვიდ 19–ის საწინააღმდეგო პრეპარატი შეიქმნება, საჭიროა მოსახლეობამ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.

| Print |