„ნუ მომკლავ“, „სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“, „ბორჯომი უსამართლობის წინააღმდეგ“, „დუმილი დანაშაულია“, „არა შერჩევით სამართალს“ - ეს გზავნილები
დღეს ბორჯომში გამართულ აქციაზე გაჟღერდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ შვილმკვდარ მამას სოლიდარობა გამოუცხადა.
აქცია პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 საათზე დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა.