სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს
10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4422 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში სმადა, გომარო, მოხე, ნამინაური, წახანი, არალი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე 1364 აბონენტს ახალციხეში თამარაშვილის, რუსთაველის, კეცხოველის, გიორგი ბრწყინვალის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ახალციხის რაიონის სოფლებში ჭაჭარაქი, ურაველი, ღრელი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 19:30 საათამდე 2406 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, გომანი, ბუღაშენი, ვაჩიანი, ვარგავი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე 574 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ცემი, დაბა, ლიბანი და მიმდებარედ, აგრეთვე ბორჯომში გოგებაშვილის, მესხეთის, რაზმაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.