სიახლეები
საქართველოში ტემპერატურა +40–ს მიაღწევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე

საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.

სააგენტოს ცნობით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელოა +40, +43 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.

დედაქალაქისა და დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურა ნაკლებად შეაწუხებს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას.

ახალციხეში, ამ პერიოდის განმავლობაში, ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე იქნება.
| Print |