სიახლეები
მოხეში საბავშვო ბაღი შენდება
სოფელ მოხეში, სადაც წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

მოხეში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია სამი საბავშვო ჯგუფისათვის და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის მიმდებარე 12 სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება.

იაპონიის საელჩოს მონიტორინგის ჯგუფმა შუალედური მონიტორინგი განახორციელა ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერად.



მათ პროექტი ადგილზე მოინახულეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ. ადგილობრივები სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ.



წყარო: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |