სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება

11:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში.

15:00-დან 17:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს წყრუთი, სვირი, ჭვინთა, ელიაწმინდა, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 15:00 საათამდე - ახალქალაქში ნინოწმინდის, ჩარენცის, სანაპიროს, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებს, სამხედრო დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


| Print |