სიახლეები
,,ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ" – ადგილობრივი ლუდა სალია
ხურვალეთის მცხოვრები ლუდა სალია ფეისბუქ სტატუსში შველას ითხოვს და ამბობს, რომ ხურვალეთში რუსი ჯარისკაცები შევიდნენ.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში.“ წერს ლუდა სალია ფეისბუქ გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს პოლიცია.

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება. შეიარაღებული ფორმიანები სატვირთო მანქანებით იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ცოტა ხნის წინ სათვალთვალო კოშკურა ააგეს.

ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ოკუპანტების მობილიზების მიზეზებზე. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

სოფელი ხურვალეთი გორიდან 18 კმ–ში მდებარეობს.
| Print |