სიახლეები
სოფელ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა
ხანძარი იყო სოფელ აბასთუმანში. ჩილაშვილების სახლს ცეცხლი დღეს, 17 მარტს, 01:00 საათისთვის, დაახლოებით შუაღამით გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სრულად დაიწვა ორსართულიანი სახლის მეორე სართული, დაახლოებით 200 კვ.მეტრი.

ერთერთი ვერსიით, ხანძარი მეორე სართულზე შენახული თივისგან გაჩნდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი განზრახ იყოს გაჩენილი. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.
| Print |