სიახლეები
,,მეცხრე არხი" "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში გამართულ ფორუმში მონაწილეობს
29 მარტს, ტელეკომპანია მეცხრე არხი, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა"-ს ფარგლებში დაგეგმილ ეროვნულ ფორუმში იღებს მონაწილეობას.

ფორუმში,  საქართველოს 10 რეგიონში მოქმედი, საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, მინისტრთა კაბინეტისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

პროექტს ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის HUB ორგანიზაციაა ,,დემოკრატ მესხთა კავშირი".

აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა"-ს ფარგლებში დაგეგმილ ეროვნულ ფორუმი, მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ.

ღონისძიებას 150-ზე მეტი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა საქმიანობით და ურთიერთანამშრომლობით შესაძლებელია საკვანძო საკითხების გადაწყვეტა.
| Print |