სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება

10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, ახალქალაქის გზატკეცილზე, მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომში აღმაშენებლის, ვაშლოვანის, თორის, რუსთაველის ქუჩებზე, სოფელ ყვიბისში.

12:00-დან 17:00 საათამდე - მომხმარებლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |