სიახლეები
24 აპრილიდან ახალციხეში გამოიდარებს, - ამის შესახებ „TV9NEWS.GE-ს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს
,,დღეს და ხვალ სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მაღალ მთაში შესაძლოა მცირე თოვა.
ჰაერის ტემპერატურა ამ დღეებში მნიშვნელოვნად ვერ მოიმატებს.
22-23 აპრილს, ჰაერის ტემპერატურა ღამით მთიან რაიონებში ღამის ტემპეტრატურა 3 გრადუსამდე გათბება, დღისით 7-დან 9 გრადუსამდე. 24 აპრილიდან კვირის ჩათვლით შესაძლებელია საღამოს საათებში მცირე ხანმოკლე წვიმა. ტემპერატურის მატება 24-იდან იწყება. განსაკუთრებით მეტი ტემპერატურის მომატება 26-28 რიცხვებში შეინიშნება, ამ დღეებში ტემპერატურამ შეიძლება 20 გრადუსს გადააჭარბოს. მთაში შესაძლებელია ღამის საათებში -1 გრადუსამდე ჩამოვიდეს“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უყფროსმა დოდო გვაზავამ.

| Print |