სიახლეები
ფეისბუკი 5 მლრდ დოლარიანი ჯარიმისთვის ემზადება
მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი, ფეისბუკი აცხადებს, რომ შესაძლოა ხუთი მილიარდი დოლარი ჯარიმის სახით გადაიხადოს. ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გამოიკვლია, დაარღვია თუ არა ფეისბუკმა მომხმარებლებთან 2011 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად, მან პირობა დადო, რომ პირად გამოუქვეყნებელ მონაცემებს ყოველ ჯერზე ცხადი თანხმობის გარეშე მესამე მხარეს არ გადასცემდა.



ამ უფლების დარღევის შესახებ ცნობილი გახდა, როცა „კემბრიჯ ანალიტიკას“, რომელიც მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის და სხვების კამპანიას პოლიტიკურ ინფორმაცის აწვდიდა, წვდომა ჰქონდა 87 მილიონი ათასი ადამიანის მონაცემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ, კერძო ხასიათისაა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.



დაარღვია თუ არა ფეისბუკმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის უფლება, ამის შესახებ გამოკვლევა აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ დაიწყო.

| Print |