სიახლეები
ორშაბათს ახალციხეში ერთი საქალაქო ტრანსპორტი ივლის
სააღდგომო დღესასწაულის მიუხედავად, ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 27-28 აპრილს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ორშაბათს, 29 აპრილს კი ქალაქს ორის მაგივრად, ერთი ტრანსპორტი მოემსახურება.

,,რადგან საჯარო სამსახურის წარმომადგენლები ისვენებენ, ამიტომ ქალაქში ერთი საქალაქო ივლის. თუ საჭირო გახდება, მაშინ ერთს კიდევ დავამატებთ“ - შსპ ,,ჯეოტივის“ დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი.

სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, ერთი ავტობუსი მხოლოდ სასაფლაოს მიმართულებით იმოძრავებს. ამ მიკროავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება.

| Print |