სიახლეები
წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის დატირების რიტუალი ჩატარდა (ფოტო)
რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ქრისტეს ჯვარცმის გარდამოხსნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა.

მსახურების დროს მათეს სახარებიდან ის ფრაგმენტები იკითხება, სადაც მაცხოვრის შეპყრობა, პილატეს წინაშე წარდგენა, წამება, ჯვარცმა და საფლავად დადებაა მოთხრობილი.

სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას გულისხმობს.



ღვთისმსახურების დროს ასევე შესრულდა საგანგებო საგალობელი - ღვთისმშობლის დატირება, რომელიც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ წითელ პარასკევს სრულდება.



გარდამოხსნა, ტაძრის შუაგულში, არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.



დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. წითელ პარასკევს მხოლოდ წყლისა და პურის მიღებაა სასურველი.


| Print |