სიახლეები
,,დენის გათიშვა ჩვენი მიზეზით არ მომხდარა" – ენერგო–პრო ჯორჯია
ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, განცხადება გაავრცელა ენერგო–პრო ჯორჯიამ".

www.tv9news.ge  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ენერგომომარაგების წყვეტა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა.

დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ნაწილს დაახლოებით 40 წუთია არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში ავარია არ მომხდარა, შეაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა, კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.


ასევე, დაგაინტერესებთ:

სამცხე-ჯავახეთს ელექტროენერგია არ მიეწოდება
| Print |