სიახლეები
საქართველოს ელჩის ინფორმაციით დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოები არ აშენდება
გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დაუკავშირდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართველოს უფროსს.

„თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას. ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხრიდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია“,
- განაცხადა ელჩმა.

| Print |