სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში განძა, საღამო.

16:00-დან 17:30 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეშტია, სათხა, დიდი ხანჩალი, დილითი, დიდი არაქალი და მიმდებარე სოფლებს, აგრეთვე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ოკამი, ჩამდურა და მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს მუსხი, ჭობარეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |