სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი, ტყემლანა.

12:00-დან 13:30 საათამდე - დაბა ბაკურიანს.

14:00-დან 16:30 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი, ზანავი.

15:30-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს კარტიკამი, კულიკამი, აბული, თახჩა და მიმდებარე სოფლებს.

13:00-დან 15:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფოკა, როდიონოვკა, ხულგუმო, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |