სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი სმადა, ზარზმა, მოხე, ფლატე, პატარა ზანავი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 13:00 საათამდე - ახალქალაქში აღმაშენებლის, აგამალიანის და მიმდებარე ქუჩებს და სოფლებს ბავრა, ხოსპიო, ხორენია და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე - ახალქალაქში აღმაშენებლის, ნალბანდიანის, სანაპიროს, დარბინიანის, მაშტოცის და მიმდებარე ქუჩებს.

11:30-დან 16:30 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |