სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ბესიკის, ანდრია პირველწოდებულის, იოანე პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე,

12:00-დან 16:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს ციხისჯვარი, ანდეზიტი,

13:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი, 16:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ცემი, მზეთამზე, წაღვერი, კიმოთესუბანი, ტბა მიმდებარე ქუჩებს.

11:00-დან 11:30 საათამდე - ახალქალაქში აღმაშენებლის, თავისუფლების, ნალბანდიანის, თბილისის, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |