სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:30დან 18:30 საათამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი, ფილიპოვკა.

12:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს გოგაშენი, „ჭაჭკარი“.

13:30-დან 14:30 საათამდე ახალქალაქში დ.აღმაშენებლის, ნალბანდიანის, მიასნიკიანის, კ.ცეტკინის, მიკოიანის, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებს, სამხედრო ქალაქს.

12:00-დან 17:00 საათამდე ქ.ბორჯომში აბონენტებს თორის, ახალი ქუჩის, სტალინის, ა.ხორავას ქუჩებზე.

12:00-დან 12:30 საათამდე და 18:00დან 18:30 საათამდე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაქალაქევი, ხერთვისი, გელსუნდა, ვარძია, ვანის ქვაბები და მიმდებარე სოფლებს. 12:00დან 18:30საათამდე სოფლებს მირაშხანი, კორისხევი, ზემო ვარძია,აფნია, თმოგვი და მიმდებარე ტერიტორიას.

12:30-დან 18:30 საათამდე ახალციხის მუნიციპალიტეტში ივ.ახალციხელის, თამარაშვილის, შ.ახალციხელის, კოსტავას, ასპინძის ქუჩებს.

ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტში 15:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |