სიახლეები
,,სამხრეთის კარიბჭე" დაჰაკეს
ამ წუთებში, ახალციხის მედია საშუალების ,,სამხრეთის კარიბჭის“ ვებ-გვერდი დაჰაკეს.

,,სამხრეთის კარიბჭის“ მსგავსად კიბერშეტევა განხორციელდა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მედია საშუალებების ვებ-გვერდებზე, nor.ge და jnews.ge.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაზე, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.

გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის იგივე ფოტო ჩანს.

sknews.ge -ზე არც ერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და ჩანს მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით, I'll be back (,,მე დავბრუნდები").

| Print |