სიახლეები
ასპინძელ ქალებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

 

ასპინძაში ქალებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრა ქალთა ორგანიზაცია კავშირ „პაროსის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგს კოტე კანდელაკი უძღვებოდა. შეხვედრაზე აქცენტი შემდეგ თემებზე გაამახვილეს:

• საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა, აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა;
• საარჩევნო უფლებები, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში).
• არჩევნების უსაფრთხოება, ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად, საარჩევნო სისტემები და უშუალო დემოკრატიის ფორმები, არჩევნები და წამომადგენლობითი დემოკრატია.

საარჩევნო ადმინისტრაციის კონტრიბუციით ტრენინგები ჩატარდა ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, ასევე საოლქო კომისიის ტრენერმა გივი ივანიძემ, თავად ჩაატარა ტრენინგი თემებზე:

• საქართველოს საარჩევნო სისტემა და კანონი,
• არჩევითი სუბიექტები და მათი უფლებამოსილება,
• მანდატების გადანაწილება პარლამენტში ახალი კანონით.
• კენჭისყრის დღის წესრიგი და რისკები.

ტრენინგები იყო ინტერაქტიული და გათვალისწინებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოები. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განათლებული და ინფორმირებული ქალი აღზრდის ასეთივე თაობას.
| Print |