სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალციხეში რუსთაველის, ილია მართლის, გამრეკელის, შ.ახალციხელის, თამარ მეფის, დიდიმამიშვილის, ფარნავაზ მეფის, ნათენაძის, სულხან საბას, კოსტავას, ზარზმელის, თაბუკაშვილის, წიქვაძის, მანველიშვილის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 

10:00-დან 18:00 საათამდე - ქ. ბორჯომში რუსთაველის, ერეკლეს, სააკაძის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებს, რუსთაველის მოედანს. 12:00-დან 16:00 საათამდე - დაბა ბაკურიანს. 16:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ცემი, მზეთამზე, წაღვერი, პატარა მიტარბი, ტიმოთესუბანი, ციხისჯვარი, ტბა, მიტარბი.

12:00-დან 13:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი, ფილიპოვკა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |