სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, ყაურმა, თორია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალქალაქში მალხასიანის, ძნელაძის, მიკოიანის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

| Print |