სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, ცხრაწყაროს, თრიალეთის და მიმდებარე ქუჩებზე,

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში მამწვარა, ყულალისი, დიდი გონდრიო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |