სიახლეები
თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება
საქართველოში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Lufthansa 2 აგვისტოდან გახსნის და თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიაიმოსვლა განახლდება.


საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენების აღდგენას 5 ქვეყანასთან გეგმავდა და, როგორც ჩანს, პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, გერმანია იქნება.


მოლაპარაკებები ფრენების განახლების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის უკვე დასრულდა.

რეისებს ავიაკომპანია Lufthansa კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს:
| Print |