სიახლეები
ავარია ბორჯომში, არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევვა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ლიკანში, სადისტრიბუციო მიკროავტობუსი თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახური.

მძიმედ დაშავდნენ ორივე მიკროავტობუსის მძღოლები, არიან დაშავებულები მგაზვრებს შორისაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად, რაც ნიშნავს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |
თეგები: ავარია / ბორჯომი /